პროექტი


პროექტი
1)      პროექტის სახელწოდება: ოქროს კვეთა
2)      პროექტის მთავარი იდეა (თემა)  1-2 წინადადებით: ოქროს კვეთის გამოყენება ხელოვნებაში, მუსიკაში, არქიტექტურაში, პოეზიაში.
3)      პროექტის აქტუალობა:  ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, რომ მათემატიკა მნიშვნელოვანი და საჭიროა სხვადასხვა სფეროში.
4)      პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა ისწავლონ და შეძლონ მათემატიკის ინტეგრირება სხვა საგნებთან და მისი კავშირის დანახვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისწავლონ ინფორმაციის მოძიება და შეიძინონ ჯგუფში მუშაობის უნარი და გამოცდილება.
5)      მონაწილეთა ასაკი:  12-13 წელი.
6)      ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
7)      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შიეძლება შეიქმნას: მოსწავლეები დაინახავენ მათემატიკის საჭიროებას, შექმნიან ფოტო-მასალას, პრეზენტაციებს, ბლოგს, მოაწყობენ გამოფენას.
8)      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, ფოტოაპარატი,კალამი,ფურცელი
9)      პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დაყოფიან ჯგუფებად,შემდეგ კი ფარული კენჭისყრით გადაწყდება რომელი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ოქროს კვეთის შესახებ, რომელი მონახავს კავშირს ხელოვნებასთან, რომელი- მუსიკასთან, არქიტექტურასთან, პოეზიასთან და ა.შ.1 თვის შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მის მიერ მოძიებულ მასალებს, რომელსაც შემდეგ გააერთიანებენ და შექმნიან პრეზენტაციას, რომელიც მოიცავს მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას და ბლოგს.
10)  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ხელოვნება, ქართული, მუსიკა
11)  პროექტის ხელმძღვანელი:  თეა ჯაჯანიძე

12)  ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  teajajanidze11@gmail.com

No comments:

Post a Comment