გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა
|
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
|
საბაზო საფეხური,
მე-6 კლასი
მათემატიკა,
ისტ
მასწავლებლები:
მათემატიკა- თეა ჯაჯანიძე
ისტ -
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
30
|
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
|
მათემატიკა- მონაცემების შეგროვების საშუალებების გაცნობა. ინფორმაციის შეგროვებისას მონაცემთა მოპოვების შესაფერისი ხერხების შერჩევისა და გამოყენების უნარის გამომუშავება.
ინფორმატიკა - კომპიუტერის
გამოყენებით ელექტრონულ ფორმატში
მოპოვებული მონაცემების განთავსება და
სვეტოვანი და წრიული დიაგრამების
აგება. ინტრნეტის გამოყენებით
შესაბამისი მონაცემების მოძიება.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
მათ.
VI.11. მოსწავლეს შეუძლია
დასმული ამოცანის ამოსახსნელად
საჭირო თვისობრივი და
რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
● ახდენს
მზა ანკეტით/კითხვარით
მითითებულ რესპონდენტთა გამოკითხვას
და აგროვებს მონაცემებს;
● ატარებს
მარტივ სტატისტიკურ ექსპერიმენტს
და აგროვებს მონაცემებს
(მაგალითად სთხოვს
თანაკლასელებს შეაფასონ
დაფაზე დახაზულ
ფიგურაში რომელიმე
მონაკვეთის სიგრძე
და ცალკე
აღებული იმავე
მონაკვეთის სიგრძე);
● ირჩევს
მონაცემთა შეგროვების შესაფერის
საშუალებას (დაკვირვება, გაზომვა,
მონაცემთა ამოკრება მოცემული
ერთობლიობიდან) და იყენებს მას,
ასაბუთებს თავის არჩევანს.
მათ.
VI.12. მოსწავლეს შეუძლია
თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების
მოწესრიგება და ამოცანის ამოსახსნელად
ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
● ახდენს
თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა
კლასიფიკაციას (გარდა დისკრეტულ
რაოდენობრივ მონაცემთა ინტერვალებად
დაჯგუფებისა) და დალაგებას;
● ქმნის
მონაცემთა ცხრილებს, მათ
შორის დაჯგუფებული რაოდენობრივი
მონაცემების შემთხვევაში;
● აგებს
წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს
(როდესაც მონაცემები იძლევა
სკალის ადვილად შერჩევის
საშუალებას).
მათ.
VI.13. მოსწავლეს შეუძლია
თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა
ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
● ითვლის
შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს
(მონაცემთა საშუალო, უდიდესი
და უმცირესი მნიშვნელობები)
დისკრეტული რაოდენობრივი მონაცემებისთვის
და იყენებს მათ
მონაცემთა ერთობლიობის დასახასიათებლად;
● ადარებს
მონაცემთა რამდენიმე ერთობლიობას
მათი წინასწარ მოცემული
სტატისტიკური მახასიათებლების საშუალებით;
● პოულობს
მონაცემთა ერთობლიობაში არსებულ
კანონზომიერებებს და მსჯელობს მათზე.
|
თანმიმდევრობა
|
აქტივობა 1. გაკვეთილი იწყება მისალმებით და სიის
ამოკითხვით. შემდეგ მათ გავაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს. (4
წთ)
აქტივობა 2. შევამოწმევბ დავალებას. დავალებად მიცემული ჰქონდათ თანატოლებში ეწარმოებინათ გამოკითხვა წინასწარ მიცემულ თემაზე.მონაცემები უნდა წარმოედგინათ სიხშირეთა ცხრილის საშუალებით. (5 წთ)
აქტივობა 3. გავაკეთებ პრეზენტაციას ელექტრონულ დაფაზე პროგრამა
Power Point-ის საშუალებით, რომელშიც ნაჩვენები მაქვს კონკრეტული მონაცემების მიხედვით სვეტოვანი და წრიული დიაგრამების აგება ( 10 წთ)
აქტივობა 4. თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას: საშინაო დავალებაში წარმოდგენილი სიხშირეთა ცხრილის მონაცემების მიხედვით ააგონ სვეტოვანი ან წრიული დიაგრამები. (15 წთ)
აქტივობა 5. ჯგუფები სათითაოდ მოახდენენ საკუთარი
დავალებების პრეზენტაციას, შემდეგ კი შეაფასებენ ერთმანეთს. ბოლოს მასწავლებელი აფასებს
წინასწარ შედგენილი რუბრიკის მიხედვით.
(6 წთ)
აქტივობა 6.
მასწავლებელი მოახდენს გაკვეთილის შეჯამებას და მისცემს საშინაო დავალებას.
( 5 წთ)
|
შეფასება
|
ჯერ ახდენენ ურთიერთშეფასებას - გამოთქვამენ რჩევებს, ვარაუდებს.ბოლოს მასწავლებელი შეფასების რუბრიკის გამოყენებით ახდენს ჯგუფების შეფასებას.
|
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
|
კლასი
დაყოფილია 5 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ჩატარებული აქვს კვლევები და მოახდენენ მათ
პრეზენტაციას, შემდეგ ააგებენ ცხრილებს,
დიაგრამებს და დაასაბუთებენ მათ მიერ აგებული დიაგრამის უპირატესობას.
რესურსები
- სახელმძღვანელო ( თ. ვეფხვაძე
მათემატიკა მე-6 კლასი);
ფურცლები, საწერი კალმები, პროექტორი, 5
კომპიუტერი, საძიებო სისტემა Google, Wikipedia, Microsoft Word, Microsoft Excel, powerpoint
|
შეფასების კრიტერიუმი
კრიტერიუმი
|
დაბალი
1-4
|
საშუალო
5-6
|
კარგი
7-8
|
საუკეთესო
9-10
|
მოსწავლეთა ჩართულობა
|
არ გამოირჩევა აქტიურობით,მოუწეს-რიგებელია,არ ერთვება არც ერთი ამოცანის გადაწყვეტაში.
|
ჩართულობა საშუალო.ნაკლებად ცდილობს ჩაერთოს მითითებული დავალების შესრულებაში, სხვის შედეგზეა ორიენტირებული.
|
ჩართულობა კარგია.თანატოლებთან ერთად ასრულებს დავალების დახარისხებას,დაჯგუფებას,ამოხსნის გზების პოვნას და მიმართულებების დადგენას.
|
ჩართულობა საუკეთესოა.გამოირცევა თანამშრომლობით.აკეთებს ყველაფერს რაც ამოცანის ირგვლივ შეიძლებაგაკეთდეს,აგებს დიაგრამებს,მსჯელობს,აჯერებს სხვების აზრებს და მიდის საუკეთესო დასლვნამდე,იყენებს ტექნიკურ საშუალებებსაც მიზნის მისაღწევად.
|
ორიგინალობა
|
არ გამოირჩევა ორიგინალობით
|
მინიმალურად ორიგინალურია
|
საკმარისად ორიგინალურია
|
მთლიანად ორიგინალურია
|
დავალებასთან შესამისობა
|
არც ერთი ნამუშევარი არ ემთხვევა მოცემულ დავალებას
|
ზოგიერთი საკითხი პასუხობს ამოცანის ამოხსნის პოვნის გზებს
|
კარგად ართმევს თავს დასახულ ამოცანას,აქვს ამოცანის შესაბამისიმსჯელობები,დასკვნები,მაგრამ შიგა და შიგ ძალიან ზედაპირულია.
|
დაცულია ამოცანის ამოხსნის ყველა შესაძლო ინსტრუქციები ანუ დავალების ამოხსნა სრულყოფილად არის შესრულებული.
|
ნამუშევრის მიხედვით მთლიანი შთაბეჭდილება
|
მიზანი დავალების შესასრულებლად არსებული გძების გამონახვა და დიაგრამების აგება არ არის მიღწეული
|
მიზანი მინიმალურად არის მიღწეული,დასახული აქვს გზები და არ აქვს ბოლომდე მიყვანილი
|
მიღწეულია გარკვეული მაზანი,გზების პოვნა,მსჯელობა,დახასიათება,მაგრამ დიაგრამები არ აქვს სრულყოფილი
|
ყველა მიზანისრულყოფილია.დახასიათება,დახარისხება,მსჯელობა,ამოცანის ჩამოყალიბება,გზების ძიება,თვალსაჩინოების მიზნით დიაგრამების აგება.
|
No comments:
Post a Comment